კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სოციალური დახმარების გაზრდის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სოციალური დახმარების გაზრდის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში იმსჯელეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენა და სოციალური დახმარების გაზრდის საკითხი უკავშირდება თუ არა მთავრობის გააქტიურებას წინასაარჩევნოდ, კალაძე პასუხობს, რომ „შეიძლება ეს ყველაფერი დაემთხვა“.

„სამწუხაროდ, არჩევნებს დაუკავშირეს გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლება მიიღო, ეს არის სოციალურად დაუცველების დახმარება. ამაზე ჯერ კიდევ მაისის თვეში, როდესაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო მაშინ იყო საუბარი, რომ ეს ცვლილები უნდა განხორცილებულიყო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი პატარებისთვის და ზოგადად, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომ დასაქმების შემთხვევაში მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოხსნებათ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხები, გადაწყვეტილებები და რეფორმები უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს