გია ვოლსკი - „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ გაყოფისას ვამბობდით, რომ ეს ერთი ბნელი ძალის ორი გამოხატულებაა - ერთი მომღიმარი სახით და მეორე ბობოქარი მუქარებით

პოლიტიკოსები და მეც მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფისას ვამბობდით, რომ ეს ერთი გუნდია და ერთი ბნელი ძალის ორი გამოხატულებაა - ერთი მომღიმარი სახით და მეორე ბობოქარი მუქარებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

„როგორც ჩანს, ამის უკან კიდევ გარკვეული სტრატეგია იდო, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოეზიდათ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იმ გზით, რომ წარმოექმნათ ილუზია, თითქოს არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რომელიც გაემიჯნა ყავარჯნებიან კაცს და ცოცხებს, რომლებიც მათ სიმბოლოდ იქცა. გარკვეულწილად, წარმატებითაც ჩაატარეს ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, პირველ ტურში ელოდებოდნენ უფრო კარგ შედეგს, თუმცა მეორე ტურისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც იწამა, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ კეთილი სახით (მხედველობაში მაქვს დავით ბაქრაძის სახე), საკმაოდ სერიოზულად დაფიქრდება რამდენად უღირთ მხარდაჭერა იმ ძალის, რომელიც ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვეუბნება, რომ არავითარი კონსტიტუცია არ იმუშავებს და იმუშავებს მხოლოდ ძალის მეთოდი, რომელიც ქვეყანას თავდაყირა დააყენებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

იხილეთ ვიდეო: გია ვოლსკი "ნაციონალებზე" - მათ აქვთ კიდევ ერთი მზაკვრული მიზანი, რომ დარტყმა მიაყენონ ეროვნული ვალუტის კურსს

ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2020
ვახტანგ ძაბირაძე - იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ოპოზიციაა, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა