ირაკლი ზარქუა - ბოკერია-უგულავას და სააკაშვილის კლანი ერთი გუნდის, ერთი მწვალებლური პარტიის წარმომადგენლები არიან

ბოკერია-უგულავას და სააკაშვილის კლანი ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია, ისინი თავიდან ბოლომდე არიან ერთი გუნდის წარმომადგენლები, ერთი ზონდერ ბრიგადები, ერთი მწვალებლები, მწვალებლური პარტიის წარმომადგენლები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნებს - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, სადაც არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს მართავს.

„შვიდად გაიყოფიან, ორად თუ ხუთად, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენს უგულავა-ბოკერიას დაჯგუფება. ესენი იყვნენ იდეოლოგები, ხოლო სააკაშვილის დაჯგუფება იყო შემსრულებელი ამ ყველაფრის. ისინი არიან ერთი დამპალი ხის ორი ნაყოფი, ტოტი, როგორც გინდათ ისე შეაფასეთ. 2012 წელს პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა ისინი ხალხმა. ახლა ჩვენ შევეცდებით მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, შევეცდებით ხარვეზების გამოსწორებას. ამით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მეორე ტური დამაჯერებლად მოვიგოთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა გრიგოლ ვაშაძის „დოიჩე ველესტვის“ მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა.

„მათი მიზანი არის შეიწყალონ ზონდერები, მწვალებლები, რომლებიც ჩვენ ციხეში გავამწესეთ, სადაც ხელი მიგვიწვდა, ხოლო დანარჩენებს, რომლებიც ძებნაში არიან, რამენაირად შეუმსუბუქონ სასჯელი და შეიწყალონ. ესა მათი მთავარი ამოცანა. მეტი ამოცანა მათ არ აქვთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას ინფორმაციით, ამ წუთებში პარტიის ოფისში შეკრებილი არიან ხელმძღვანელები და მიდის მუშაობა, თუ როგორ გაიმარჯვონ დამაჯერებლად მეორე ტურში.

„ასევე არის საუბარი კონკრეტულ თემატიკებზე, თუ როგორ გადავწყვიტოთ უმოკლეს ვადებში ესა თუ ის პრობლემა შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით მიდის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ბუნებრივია ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ბუნებრივია, მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შეხვედრას ესწრება პარტიის ხელმძღვანელობა, ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს