დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტროს, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო

ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მმართველობის ხარვეზებზე ისაუბრა.

„ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება