შოთა ხაბარელი უგულავა-სააკაშვილის შეხვედრაზე - ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა როგორი დაბალი აზროვნების ადამიანები არიან

ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა როგორი დაბალი აზროვნების ადამიანები არიან, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრას.

როგორც შოთა ხაბარელი ამბობს, ისინი სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ.

„ეს არის სიცრუის მანქანა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა და საზოგადოებამ დაინახა როგორ ფარსთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებისგან სიცრუის ტირაჟირება ხდება და დაინახა კიდევ ხალხმა როგორი დაბალი აზროვნების ადამიანები არიან. ხალხმა ნახა როგორ გაიყარნენ ისინი და როგორ არიან ახლა. ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ საზოგადოებას ატყუებენ. ეს არის ფარსი", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ერთობა იქნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა