ვახტანგ ჭარაია - პენსიის 400 ლარამდე გაზრდა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, ეს ბიუჯეტის ჩამოშლას და ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს

400 ლარამდე პენსიის გაზრდა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ასეთი გადაწყვეტილება ბიუჯეტის ჩამოშლას, ვალუტის გაუფასურებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულვებელყოფას გამოიწვევს, - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია.

„თუ მოსახლეობას უნდა 400- ლარიანი პენსია, რომლის მსყიდველობითი უნარი იქნება რამდენიმე ათეულით ნაკლები, ვიდრე დღეს არსებულ 180 ლარს აქვს, კი ბატონო. თეორიულად შესაძლებელია სურვილი გქონდეს, მაშინ დავბეჭდოთ ფული და რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით გაუარესდება საქართველში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები. კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით პური რომ 2 მილიონზე მეტი ღირდა. ამიტომ დაპირებები წინასაარჩევნოდ უნდა გაკეთდეს ჯანსაღ გათვლებზე. მაგალითისთვის, თუ ავიღებთ შსს-ს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ერთად, ამ უწყებების წლიური ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია. პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად კი 2 მილიარდია საჭირო. ანუ თეორიულადაც რომ დაუშვა, ამ სამი უწყების გაუქმებაც არ არის საკმარისი პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად“,- აცხადებს ჭარაია.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა