კატალონიაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ქვეყნის პრემიერის მკვლელობის მომზადება ედება

კატალონიის სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მკვლელობას ამზადებდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალაქ ტერასას მცხოვრები 63 წლის პირი, რომელსაც იარაღზე ნებართვა ჰქონდა. ის სამი კვირის წინ დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებული პრემიერის მოკვლას იმ მიზეზით აპირებდა, რომ ესპანეთის მთავრობა დიქტატორი ფრანკოს ექსჰუმაციას აპირებს.

დაკავებულის სახლში ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა