ბექა ნაცვლიშვილი - პენსიასთან დაკავშირებით რაც ოპოზიციას, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემოთავაზებული, სრული აბსურდია

პენსიასთან დაკავშირებით რაც ოპოზიციას აქვს შემოთავაზებული, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ეს არის სრული აბსურდი,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ განმარტავენ, როგორ აპირებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას. აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული დაპირება არის პოპულიზმი.

„რაც ოპოზიციას აქვს შემოთავაზებული, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ეს არის სრული აბსურდი, ეს არის პოპულიზმზე დაფუძნებული. 400 -ლარიან პენსიასთან დაკავშირებით შემოთავაზებები არის სასაცილო. მათ ჯერაც ველოდებით, როგორ ან რა სახით აპირებენ ამ 400 ლარამდე პენსიის გაზრდას გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მათი მიმართულებით დაისვა საჯაროდ, მათ ვერც ერთხელ ვერ გასცეს ამას პასუხი იმიტომ, რომ ეს არის წმინდა პოპულიზმი,” - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა