ლევან გოგიჩაიშვილი უგულავა-სააკაშვილის შეხვედრაზე - მათი ახლიდან დამოყვრება არც არავის  უკვირს და არც საფრთხის შემცველია

ჩვენ გვახსოვს მათი ოჯახები, რომლებიც ერთმანეთის გადაღებით იყვნენ დაკავებულები და საკუთარ მეგობრებს, თანაპარტიელებს სულში უძვრებოდნენ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრას.

როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „ახლიდან დამოყვრება არც არავის უკვირს და არც საფრთხის შემცველია“.

„დღევანდელ მოცემულობაში სიტყვა „ოჯახი“ მათ ურთიერთობას არ შეესაბამება. ოჯახი მეტად წმინდაა, ვიდრე მათი ურთიერთობა. ჩვენ გვახსოვს მათი ოჯახები, რომლებიც ერთმანეთის გადაღებით იყვნენ დაკავებულები და საკუთარ მეგობრებს, თანაპარტიელებს როგორ უძვრებოდნენ სულში. ისინი ერთი ფსიქიკის ხალხია და ერთი დანაშაულებრივი წარსული აერთიანებთ. მათი ახლიდან დამოყვრება არც არავის უკვირს და არც საფრთხის შემცველია. ეს ერთი დიდი სურათის ორი მოზაიკა იყო და ერთ სურათად მათ გაერთიანებაში დიდ საფრთხეს ვერ ვხედავთ. უბრალოდ, სიტყვა „ოჯახი“ მათი პირიდან არ უნდა ამოდიოდეს. მათი გაერთიანება დანაშაულებრივი წარსულის ირგვლივ უფროა, ვიდრე მომავალი პერსპექტივის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები თავიდანვე უტოპიური იყო.

„არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში უკვე ინგრევა მათი ქაღალდის სახლი. მათ ცრუ დაპირებებით, ცინიზმით, აგრესიული კამპანიით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს დააჯერეს, რომ ისინი რამეს შეცვლიდნენ. თავიდანვე უტოპიური იყო მათი განცხადება პენსიის 400 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით. ახლა ისინი ამბობენ, რომ 400-ლარიანი პენსია ახლა კი არ გექნებათ, გექნებათ 2023 წელს. 6 წელი გადაწიეს ეს საკითხი. ისინი უკვე გაიხლართნენ საკუთარ ტყუილებში. მეორე ტური იქნება იმის საშუალება, რომ ყველა ტყუილში და სიცრუეში ვამხილოთ ისინი. ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, რომელიც მათ გასცეს, ტყუილი იყო, ისინი არაფრის შემსრულებლები არ არიან“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა