არჩილ თალაკვაძე – საქართველო გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია

საქართველო გახდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამით საქართველოს 200 000-ზე მეტ თანამოქალაქეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

„საუბარი არის სიცოცხლისათვის აუცილებელ მკურნალობაზე, რომლის გარეშეც პრაქტიკულად პაციენტები, ჩვენი თანამოქალაქეები განწირულები იქნებოდნენ. ეს მკურნალობა 80 000 დოლარამდე ჯდება და რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრაქტიკულად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ მკურნალობით და პრაქტიკულად სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან. პროგრამაში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და აგრძელებს მკურნალობას. პროგრამის მეორე ეტაპზე გამოიკვეთა იმ მოქალაქეების პრობლემა, რომლებსაც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ საშუალება კვლევები ჩაეტარებინათ, რომლებიც აუცილებელია ადამიანის მკურნალობისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეფინანსებინა ის კვლევები, რაც მკურნალობის დაწყებამდე არის აუცილებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კვლევებთან დაკავშირებით შემდეგი ეტაპიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის პრაქტიკულად გარღვევა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა და უფრო სწრაფად მიიღოს მკურნალობა და დიაგნოსტიკა. ეს არის უკვე სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე მოძრაობს და მიმართავს სახელმწიფო სერვისებს და სწორედ იქ სახელმწიფომ გადაწყვიტა მიაწოდოს ინფორმაცია და მიაწოდოს სკრინინგული კვლევები ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ სერვისებით მოცვა გაიზარდოს მოკლე დროში. უფრო მეტმა მოქალაქემ, უფრო სწრაფად შეძლოს, გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც ბუნებრივია ზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ასევე ზოგავს იმ რესურსებს, რომელიც უნდა დაეხარჯა მომავალში სახელმწიფოს ამ საქმისთვის“, – აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყოველივე ზემოთთქმულთან ერთად, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით, მსოფლიოში ლიდერი გახდა.

„საბოლოოდ პროექტმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებში და სხვა და სხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება, რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აზიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც წლების მანძილზე ამ ძვირადღირებულ მკურნალობას ელოდებოდნენ. საქართველომ გამოიწვია დადებითი ჯაჭვური რეაქცია და გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც არის C ჰეპატიტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა