მამუკა ბახტაძე - თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ობიექტურად გაშუქდება, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია

თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, სად არის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი და რატომ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურიც. თუ მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა