არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, შინაარსი შეუცვალა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებს კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ თავისი შინაარსი შეუცვალა, რის გამოც ის საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა. რაც შეეხება საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების საკითხს, თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური ტრიუკის ჩატარებას ცდილობენ და გაყოფაც და გაერთიანებაც მოჩვენებითია.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. ამ პოლიტიკურ პარტიას უკვე დაანონსებული აქვს ქუჩის აქციები, მთავრობისა და პარლამენტის შეცვლა, ამ ყველაფერს საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გასცემს პასუხს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო