მამუკა ბახტაძე - 2012 წლიდან არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტებით, დემოკრატიულად და მშვიდობიანად ტარდება

2012 წლიდან არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტებით, დემოკრატიულად და მშვიდობიანად ტარდება და ახლაც ასე ჩატარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობის, თავისუფლების და განვითარების“.

„2012 წლიდან საქართველოში, მას შემდეგ, რაც ძალადობრივი რეჟიმი დამარცხდა და ქართველმა ერმა ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი გაისტუმრა, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ, რეალურ და ევროპული ტიპის დემოკრატიას. შესაბამისად, სწორედ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობის, თავისუფლების და განვითარების. ნებისმიერი არჩევნების, მათ შორის, იმ სტანდარტით ჩატარების, რომელიც იქნება უმაღლესი და პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რისკეც თითოეულ ჩვენგანი მივისწრაფვით. ეს არის ჩვენი საერთო ევროპული ოჯახი. აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლიდან და ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტებით, დემოკრატიულად და მშვიდობიანად, ნებისმიერი არჩევნები ჩატარდება ასე და ამის გარანტი გახლავთ „ქართული ოცნება“,- განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა