მამუკა ბახტაძე 400-ლარიანი პენსიის დაპირებაზე - არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთ ტყუილებს ეუბნებიან?

წინასაარჩევნო კამპანიაში იმდენი ტყუილი, დეზინფორმაცია თუ ფეიკნიუსი ფიქსირდება, არ მგონია რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში თუ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამის მაგალითად გრიგოლ ვაშაძის დაპირება მოიყვანა 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ოპონენტებს კალკულატორის გაგზავნაც შესთავაზა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავცემ პასუხს იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?",- განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთ ტყუილებს ეუბნებიან? - მამუკა ბახტაძე 400-ლარიანი პენსიის დაპირებაზე