მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა თეთრ სახლს მოუწოდა, CNN-ის კორესპონდენტისთვის აკრედიატაციის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმონ

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა თეთრ სახლს მოუწოდა, CNN-ის კორესპონდენტისთვის ჯიმი აკოსტასთვის თეთრ სახლში აკრედიატაციის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმონ.

„ის, რომ თეთრმა სახლმა CNN-ის კორესპონდენტს ჯიმი აკოსტას თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერა, სინანულს იწვევს. ჟურნალისტებს ნება უნდა დართონ დასვან დამაზუსტებელი კითხვები და ლიდერებს პასუხისკენ მოუწოდონ. მოვუწოდებ თეთრ სახლს, გააუქმოს ეს ზომა და ჟურნალისტები ხალხის მტრებად არ მოიხსენიონ“, - განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ჯიმი აკოსტასთვის მუდმივი აკრედიტაციის შეჩერება არ ნიშნავს, რომ ის თეთრ სახლში ვერ მივა. მას ერთჯერადი საშვის გამოწერა მოუწევს, თუმცა თეთრ სახლში გადაადგილება შეზღუდული ექნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პრესკონფერენციაზე შელაპარაკების შემდეგ, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერეს.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის დროს CNN-ის კორესპონდენტმა ჯიმ აკოსტამ დონალდ ტრამპს მიგრანტებზე კითხვა დაუსვა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც აკოსტამ განაგრძო დამაზუსტებელი კითხვების დასმა. აღნიშნულის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ აღარ გასცემს პასუხს მის კითხვებს, თუმცა CNN-ის კორესპონდენტი განაგრძობდა კითხვების დასმას.

ამ დროს ჟურნალისტს თეთრი სახლის სტაჟიორი გოგონა მიუახლოვდა, რათა მიკროფონი გამოერთმია, თუმცა ჯიმ აკოსტამ მას ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს „უხეში და საშინელი ადამიანი“ უწოდა.

თავის მხრივ, ტელეკომპანია CNN აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა. ტელეკომპანიაში აღნიშნეს, რომ „პრეზიდენტი პრესაზე თავდასხმებით ძალიან შორს წავიდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო