“საპარტნიორო ფონდი” საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტზე მუშაობას იწყებს

„საპარტნიორო ფონდმა“ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაციისა (CSIC) და ამავე ჯგუფის კომპანია „SMDERI“-ის შვილობილ შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტსა და Long Ge Investment Consulting Co-ს შორის ურთიერთგაგების მემორადუმი გააფორმა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შანხაიში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Long Ge Investment Consulting Co-ს პრეზიდენტმა ჩუნლონგ ჩაიმ და კომპანია „SMDERI“-ის ვიცე-პრეზიდენტმა გან ჩენმა მოაწერეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს საქართველოში, კერძოდ, საბუეთის მთებში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახლებადი ენერგიებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართულებით სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ.

„მემორანდუმის მიზანია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური ტექნოლოგიები და თანამედრვე ენერგეტიკის განვითარების ტენდენციები. საქართველოსთვის ეს არის ახალი გამოწვევა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა. განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა