ცესკოს სპიკერი ოპოზიციის განცხადებაზე - წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია

ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურმა გუშინვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, გუშინვე მოხდა კონკრეტული პირების გამოკითხვა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა სიები დალუქვის ნაცვლად ამოღებულია, ლუქები გახსნილია და გადატანილია სუს-ში.

„ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურმა გუშინვე დაიწყო ამ ფაქტის შესწავლა, გუშინვე მოხდა კონკრეტული პირების გამოკითხვა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინასწარი გამოკითხვის მონაცემებით, საქმე ეხება დალუქვის პროცედურების დარღვევას და ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ეს სიები არავისთვის ყოფილა გადაცემული. თუმცა, ეს არის, რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემები, ცესკოს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს ამ ფაქტს. როდესაც შესწავლა დასრულდება, რა თქმა უნდა, ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უმოკლედ ვადებში იყოს შესწავლილი. გუშინვე დაიკითხა 8 პირი, დღეს კიდევ ერთი პირი", - განაცხადა მიქელაძემ.

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიები ნაცვლად დალუქვისა, ამოღებულია, ლუქები გახსნილი და გადატანილია სუს-ში.

როგორც „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არ იყო არჩევნებზე მისული, რომ მისი ხმებით იმანიპულიროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო