ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ელჩთან იაპონიაში, საგამოფენო ცენტრში „Warehouse TERRADA“ ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

სამინისტროს განცხადებით, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin გამართულ გამოფენაზე – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. შეხვედრაზე საუბარი იაპონია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობის საკითხებსაც შეეხო.

მინისტრის განცხადებით, ქართული გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორია.

„ექსპოზიის – „საქართველო ღვინის სამშობლო“ იაპონიაში გამართვა, შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას. ღვინო უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი კულტურის და მოხარული ვარ, რომ იაპონიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება. ღონისძიება ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რაც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ ღონისძიება სათანადოდ წარიმართოს,“ – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს