მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხროვრობს, ბევრი სტუდენტი გვყავს და დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1200 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას, 2018-2019 წლებში. ეს ყველაფერი ბიუჯეტში ჩასმულია", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულო ნაბიჯი დაეხმარება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს და მათ ოჯახებს მნიშვნელოვნად.

„ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა და ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი დახმარების კუთხით. ჯამში ორი წლის განმავლობაში ამისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სოფლების სტუდენტებისთვის აუცილებლად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო