მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, არამედ ადმინისტრაციული პერსონალისთვის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, არამედ ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაბამისი გეგმა უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი, წლების და თანხების მიხედვით.

"ვმუშაობთ ამაზე საკმაოდ ინტენსიურად. ძალიან მალე წარმოვადგენთ კონკრეტულ გათვლებს და კონკრეტულ ციფრებს. ყველა მიმართულებით ვგეგმავთ ხელფასების ზრდას, ხოლო ის, თუ რომელ მიმართულებას შეეხება და რა რაოდენობით, ამას უახლოეს მომავალში განვაცხადებთ. ყველაფერი გათვლილია წლების მიხედვით. გვაქვს ჩვენი გეგმები. ეს ეხება არა მარტო პედაგოგებს, არამედ ადმინისტრაციულ პერსონალს, სერვის ცენტრებს და ა.შ.", - განაცხადა მინისტრმა.