სალომე ზურაბიშვილი - უნდა გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს, ეს არ უნდა გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი

უნდა გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ უნდა გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც გენერლებთან ერთად იმყოფებოდა.

„როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას, როგორც პრეზიდენტი. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. მე აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე. ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რას აპირებს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მთავარია მუშაობა პარტნიორებთან.

„მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა