დავით ზალკალიანი - ატოცში, ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას გავაგრძელებთ

ატოცში, ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან სერიოზული კონსოლიდაცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

„ჩვენი ყველა საელჩო და წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში არის ინსტრუქტირებული, რომ მოახდინოს ამ საკითხის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, გვექნება მომავალ კვირას საუბარი ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს, ასევე ორმხრივ ფორმატებში ამას ძალიან აქტიურად ვაყენებთ. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან. სახელმწიფო მინისტრმა დანკანმა დაგმო ეს პროცესი, მან მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება. მაგავსი განცხადება გაკეთდა ასევე ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაციია მხრიდან და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას",- განაცხადა ზალკალიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს