დავით ზალკალიანი - „რუსთავი 2“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის  შესაძლებლობა არ ეძლევათ

„რუსთავი 2“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„გვქონდა ძალიან აქტიური კამპანია, ვიდეორგოლებიც წარვადგინეთ თუ როგორ უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების დარეგისტრირება. ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. „რუსთავი 2-ს" სიუჟეტი ჰქონდა საქართველოს 2 მოქალაქეზე შვედეთში, რომლებიც თითქოსდა მივიდნენ შენობასთან, რომელიც დაკეტილი დახვდათ. ეს არ იყო საქართველოს საელჩო, ეს არის აბსოლუტურად სხვა შენობა. ამ სიუჟეტში საუბარი იყო თითქოს არ ეძლევათ შესაძლებლობა დადგნენ რეგისტრაციაზე. ამიტომ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. საქართველოს საელჩომ შვედეთში გააკეთა ამაზე განცხადება. ეს მასალა მივაწოდეთ აღნიშნულ ტელევიზიას, თუმცა სამწუხაროდ არ გაავრცელეს",- განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო