ნათია თურნავა - სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გააკეთა, სადაც დღეს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა - სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეოებით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია. „თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, არის ე.წ. გამოტოვებული სოფლები, ასევე ნაწილობრივ გაზიფიცირებული სოფლები. ეს ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტია, 2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით პროექტირება უკვე დასრულებულია, 2020 წელს კი გაზიფიცირების პროცესი ამ მუნიციპალიტეტებშიც დასრულდება.

„ასე რომ, სამეგრელო, გაზიფიცირების სამუშაოების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი უბანი, უახლოეს ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო