ეკატერინე მიქაბაძე - პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით  მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია

პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადება ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების საპასუხად გააკეთა.

„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაანონსა და ბიუჯეტშია გათვალისწინებული 2019 - 2020 წლებში საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20 ლარით.

მისი თქმით, მეტიც, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა