თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბავშვთა ნევროლოგიაში მე-3 კავკასიური კურსი ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბავშვთა ნევროლოგიაში მე-3 კავკასიური კურსი ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება. საერთაშორისო სასწავლო კურსის თემა ეპილეფსიაა.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და რუმინეთიდან. კონფერენციას დაესწრება 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან.

კონფერენციიის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასისტენტ პროფესორი ბიანა სუხუდიანი.

კონფერენციაზე ლექციებს წაიკითხავენ: პარიზის რენე დეკარტეს უნივერსიტეტი, პარიზი,პროფესორი, მონიკა ეიზერმანი; ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორი ლიევენ ლაღე; ლონდონის გაერთიანებული კოლეჯი (UCL) პროფესორი ფინბარ ო’კალაგანი და სხვები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა