მთავარი პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურიდან აცნობეს, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს.

დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის, უწყების პრიორიტეტების, პროკურატურის განვითარების სტრატეგიის და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.