სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არასოდეს უთქვამს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არასოდეს უთქვამს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აქვს თუ არა იგივე პოზიცია, რომ წინა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

„არასოდეს არ მითქვამს ეს სიტყვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყანას და არ დაუშვებს, რომ „ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს“.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება