აკაკი საღირაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწრო

ბათუმის საზღვაო აკადემია გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი გახდა არა მხოლოდ აჭარასა და ზღვისპირეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვაო პროფესიები საქართველოში პოპულარული ხდება. ამის მანიშნებელია ისიც, რომ მიმდინარე წელს საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით საზღვაო აკადემია ლიდერი სასწავლებელი გახდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის მოადგილე „ღია კარის დღეს“ დაესწრო და აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებსა და აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის, რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

„ღია კარის დღეს“ ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)