თურქეთის საელჩო - თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 2017 წელს 8.07 მილიარდი დოლარი გამოყო

გლობალური ჰუმანიტარული დახმარების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, თურქეთი ლიდერობს მსოფლიო ქვეყნებს შორის, 2017 წელს, გაწეული ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რისთვისაც, 2017 წელს თურქეთმა 8.07 მილიარდი დოლარი გამოყო, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების წილმა მშპ-სთან მიმართებაში შეადგინა 0.85%. აგრეთვე თურქეთი მე-6 ადგილზეა, კეთილდღეობის ამაღლებაზე ორიენტირებული დახმარების პროექტების განხორციელების საკითხში.

„სირიაში არსებული საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, ასიათასობით ადამიანი შეეხიზნა თურქეთს ან რთულ პირობებში უხდება ცხოვრება საზღვრის მეორე მხარეს. ამ ადამიანების დასახმარებლად დაიწყო კამპანია, რომელსაც კოორდინაციას უწევს AFAD-ი. მიანმარში შიდა დაპირისპირების, ეთნიკური წმენდისა და სიღარიბის გამო, არაკანის რეგიონში მცხოვრები მუსლიმებისთვის დაიწყო დახმარების კამპანია, რომელსაც კოორდინაციას უწევს AFAD-ი. AFAD-ი, თურქეთის წითელი ნახევარმთვარე და TIKA ბანგლადეშის მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებენ ისეთ პროექტებს როგორებიცაა: ბანგლადეშში რიჰონგებისავის სახლების მშენებლობა, საველე საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის მოწყობა, სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. კამპანია „მოუარე არაკანის“ შედეგად შეგროვებული დახმარებით, TIKA -მ არაკანელ ლტოლვილებს აუშენა ბამბუკის 1592 სახლი. ასევე, კოქსის ბაზარში მოეწყო რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი საველე საავადმყოფო, სადაც მუშაობენ თურქი ექიმები და ჯანდაცვის პერსონალი. აგრეთვე, AFAD-ის ჯგუფებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს ინდონეზიას მიწისძვრის დროს. მათ ასობის ჰიგიენური საშუალებების შეკვრები დაარიგეს გუმბასის რეგიონის სოფ. ტუვაში. ასევე, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, ინდონეზიაში მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული რეგიონების მოსანახულებლად ეწვია ქ. პალუს“, - აცხადებენ თურქეთის საელჩოში.

ასევე, საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რელიგიურ საქმეთა ფონდი (TDV) სირიის კონფლიქტის დაწყებიდან, დღემდე, იღწვის ჭრილობების მოსაშუშებლად და ამ რეგიონში ახორციელებს განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სფერობში სხვადასხვა პროექტებს.

„TDV-მ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში აზიზის მუქავემეს ბანაკში გახსნა სკოლა, 22 საკლასო ოთახით. ასევე, იგი საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა სირიაში, ალეპოს ეტაპის, სინესა და იბინის გარეუბნებში ომით დაზარალებული 70 ვეტერანის ოჯახს. TDV -მ განახორციელა რა, წყლის ჭაბურღილის პროექტი „ერთი წვეთი სიცოცხლე“, დღემდე წარმოადგენს აფრიკის იმედს. ამ პროექტის ფარგლებში, სუდანის დამაზინის რეგიონში გაკეთდა ჭაბურღილი, რომელიც ემსახურება ხალხს. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარე 78 ქვეყანას დაეხმარა ბუნებრივი, თუ ჰუმანიტარული კატასტროფების დროს. მან, დაარსებიდან დღემდე 137 ქვეყანას გაუწოდა დახმარების ხელი. თურქეთის ნახევარმთვარემ ჰუმანიტარული და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებაზე ორიენტირებული პროეტები განახორციელა: პალესტინაში, სუდანში, ინდონეზიაში, შრი ლანკაში, ყირგიზეთში, კოსოვოში, სომალში, პაკისტანში და სხვ. ქვეყნებში. უკანასკნელად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლდოვაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის მეუღლემ ემინე ერდოღანმა ქ. კომრატის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის თავშესაფარს გადასცა მედიკამენტები, რომელიც გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობას ჰქონდა მოთხოვნილი თურქეთის წითელ ნახევარმთვარისაგან. სირიის მოქალაქეები კონფლიქტის დაწყებიდან, ანუ 2011 წლიდან დღემდე, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით ჩადიან თურქეთში, რომელიც ამ ადამიანების მიმართ ახორციელებს „ღია ბანაკის“ პოლიტიკას. თურქეთი სირიელ ლტოლვილებს სთავაზობს „დროებით დაცვას“. ამჟამად თურქეთის 10 ქალაქში ფუნქციონირებს დროებითი თავშესაფარი, რომელიც მასპინძლობს 256 971 სირიელ უცხოელს. გარდა ამისა, 2 521 907 სირიელი, დროებითი თავშესაფრისაგან დამოუკიდებლად, სარგებლობს ჯანდაცვის, განათლებისა და სურსათით უზრუნველყოფია სერვისებით. თურქეთმა, 2018 წელს უმასპინძლა ქართეფეს სამიტს თემაზე, „ლტოლვილები, ადგილნაცვალი პირები და ჰუმანურობა“, რომლსაც თურქეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაესწრენ მაღალი დონის წარმომადგენლები“, - აცხადებენ საელჩოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა