თსსუ და კლინიკა „ახალ მზერა“ „რქოვანას, ღეროვანი უჯრედებისა და თვალის ზედაპირის საერთაშორისო საზოგადოების“ პრეზიდენტს, პროფესორ ვინჩენცო სარნიკოლას უმასპინძლებენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის აფილირებული კლინიკა „ახალ მზერა“ 9-10 ნოემბერს „რქოვანას, ღეროვანი უჯრედებისა და თვალის ზედაპირის საერთაშორისო საზოგადოების“ (S. I. C. S. S. O.) პრეზიდენტს, პროფესორ ვინჩენცო სარნიკოლას უმასპინძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვის ლაივ–ქირურგიული ოპერაციებიები. ასევე, 18-36 წლამდე ასაკის პაციენტებს დაავადების უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ.

10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის ჩატარდება კონფერენცია „კერატოკონუსი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კორექცია“. უნივერსიტეტის განცხადებით, კერატოკონუსის საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები: ვინჩენცო სარნიკოლა (იტალია), მერაბ დვალი (საქართველო), ქრისტინა ნიკულა (რუმინეთი) და ანდრეი ზალატარევკი (რუსეთი) დამსწრე საზოგადოებას დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო