ლევან კობერიძე - სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ხელს მნიშვნელოვანწილად შეუწყობს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ხელს მნიშვნელოვანწილად შეუწყობს. ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, სადაც დილიდან პარტიის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, სოფელ ატოცში ჩასვლით სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია გახსნა. „სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე და კითხვებზე, სად არის ზურაბიშვილი, გპასუხობთ - იგი არის კამპანიაში, თვითონ არის საპრეზიდენტო კანდიდატი და ძალიან ბუნებრივია, რომ ანალიზი იქნება თუ დაგეგმარება, უშუალოდაც იღებს მონაწილეობას. თუ სად არის, ვნახეთ დღეს სად იყო - იქ, სადაც უნდა იყოს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მას არათუ ხშირად ვნახავთ ამ ადგილას, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ის თემა, რომლითაც ფაქტობრივად, მეორე ტურის კამპანია გახსნა. ეს არის ალბათ, ძალიან ლოგიკური დასაწყისი არჩევნების აქტივობის მეორე ტურში. რაც შეეხება ინციდენტს, ის, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს და გაიზარდოს საქართველოში, ეს ბევრჯერ დაგვიდასტურებია და ვდგამთ ამ ნაბიჯებს. თუ ჩვენი ოპონენტი ცდილობს იგივენაირი მეთდებით იმუშაოს, ამასაც საზოგადოება კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს, დარწმუნებული ვარ, თავის თავთან ძალიან შერცხვენილი იქნება, როცა ეს ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება“, - განაცხადა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო