შალვა თადუმაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერს პიტერ დენისს შეხვდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და ღია და ეფექტიანი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მთავარმა პროკურორმა ევროკავშირის ელჩს პროკურატურის სამომავლო გეგმები გააცნო და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დასასრულ შალვა თადუმაძემ და კარლ ჰარცელმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა