„არა ნაციზმს“ რაიონებში რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად დახმარებას გეგმავს

სახალხო ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ რაიონებში რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად დახმარებას გეგმავს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა წუხილი, რომ მეორე ტურში რაიონებში ისევ წასვლას ვერ ახერხებენ.

„ფაქტია, რომ თბილისში უამრავი ადამიანია ჩამოსული რეგიონებიდან და რადგან, უმეტესად, თვითდასაქმებულები არიან, ბუნებრივია, შეიძლება ყველა ვერ ახერხებს, კიდევ ერთხელ ჩავიდეს რეგიონში არჩევენების მეორე ტურში ხმის მისაცემად. მოძრაობა "არა ნაციზმს" აღმოუჩენს მათ საჭირო დახმარებას“, - აცხადებს ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, დაინტერესებული პირები უნდა მივიდნენ ორგანიზაციის ოფისში (რუსთაველის 34), მეორე სართულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა