თელავის მუნიციპალიტეტმა უკრაინის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თელავის მუნიციპალიტეტმა უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკთან მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის გააფორმა.

თელავის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტას ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ჟელხოვსკიმ და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლომსკიმ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ ალექსეის ძე დოლგოვი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან: ბიბერახი (გერმანია), კედაინიაი, ანიკშჩიაი (ლიეტუვა), ბალტა (უკრაინა), კლეცკი, გლუბოკოე (ბელარუსის რესპუბლიკა), ტალსი (ლატვია). ღონისძიებაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, არსებულ გამოცდილებაზე, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების დამყარებისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების შემდეგ, სტუმრებმა რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა მოინახულეს, სადაც მონაწილეობა მიიღეს სიმბოლურ რთველში, ტრადიციული მეთოდით დაწურეს ყურძენი, დააგემოვნეს ქვევრის ღვინო, ამოავლეს ჩურჩხელები და ნახეს თონეში კახური შოთის გამოცხობის პროცესი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა