დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ, ვაშაძეს აძლევს ხმასო

„ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პირველ ტურში პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ გათავისუფლდა იმ უბედურებისგან, რომ თუ ხმას არ აძლევ „ოცნებას“, აძლევ - „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ახლა იცით რით არიან დაკავებული მათი ჭორების გამავრცელებელი მანქანები?! დაძვრებიან აქეთ-იქით და უსუფაშვილი ხმას აძლევს ვაშაძესო. ხალხი, რომელმაც სადაცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ვაშაძე უნდა დამისვან ხელისუფლებაში, რის თაობაზეც ამდენი ხანია ვკამათობ, ვურჩევ, ვწერ, ველაპარაკები, ამ ჭორებს ავრცელებს. ვერ გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან, რომ მე თუ არ მაძლევ ხმას, ე.ი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, რადგან არც ერთი იმსახურებს საქართველოს 6 წლით პრეზიდენტობას. „ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ კანდიდატს, რადგან არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას 6 წლის ვადით. ვერც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ ვაძლევ ამ მანდატს. არც ერთი გუნდი არ იმსახურებს ამ ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, ამიტომ არც ერთ გუნდს გავაძლიერებ და არც მეორე გუნდს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "დაძვრებიან აქეთ-იქით, უსუფაშვილი ხმას აძლევს ვაშაძესო - ჭორებს ავრცელებენ" - დავით უსუფაშვილი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო