კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ პარადაისში მასშტაბური ხანძარია. ხანძარი ხუთშაბათს გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 8 ათასი ჰექტარზეა უკვე გავრცელებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამი ათასამდე სახლია დამწვარი.

ქალაქიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულია 27 ათასი ადამიანი. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ დამწვრობის გამო ორი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.

„მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა“, - განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

იხილეთ ვიდეო: რამდენიმე დაშავებული და ათი ათასობით ევაკუირებული - კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო