სომხეთის პოლიციამ ერევანში „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავა

სომხეთის პოლიციამ ერევანში „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავა. როგორც სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში იუწყებიან, კალაშოვს 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცველები ეძებდნენ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

ის ერევნის ერთ-ერთ უბანში დააკავეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.

მერაბ კალაშოვს ბრალი ედება დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობაში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიტაცებული ქონების დამალვაში და ფულის გათეთრებაში.

სომხეთის პოლიციამ „კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ ინტერპოლის ცენტრალური ბიურო შეატყობინა.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი სომხეთში დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო