ირლანდიელი სენატორი - სულის შემძვრელია, საქართველოში მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები

არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს, - ამის შესახებ ირლანდიელმა სენატორმა, დერმუდ უილსონმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი შეძრწუნებილია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით. სენატორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

„ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ „საზღვარზე“ არსებული მდგომარეობა. სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას. იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს”, -განაცხადა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას.

რეზოლუციით ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

იხილეთ ვიდეო: ირლანდიელი სენატორი - სულის შემძვრელია, საქართველოში მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა