ანაკლიის პორტში  უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა

ანაკლიის პორტში მსოფლიოს უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის პორტიდან აცნობეს, პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე, 110 ჰექტარზე გადაიტანა.

„ეს პორტის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტია, რომელიც მასშტაბური სამუშაოების დაწყებიდან თვენახევარში განხორციელდა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია „ვან ოორდი“, რომელსაც განხორციელებული აქვს ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა დუბაის პალმების მშენებლობა, სუეცის არხის გაფართოება და სხვა, ანაკლიის პორტში ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორცილებს. ის არის როგორც პირველი მშენებელი და კონტრაქტორი, ასევე ინვესტორიც. 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა - რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 500 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. ასევე მიმდინარეობს ამ მიწის დამუშავება და წყლისგან გამონთავისუფლება სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რათა ქვიშას სასურველი სიმკვრივე მიეცეს. საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი ანაკლიის პორტში უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ანაკლიის პორტში აღნიშნავენ, რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი. „დამონტაჟებულია 241,429 ერთეული, დრენაჟის ჯამური სიგრძე 2,5 მილიონ მეტრს შეადგენს. აღნიშნული მოწყობილობა პორტის ტერიტორიაზე გადმოტანილი დიდი რაოდენობით ქვიშის ავტომატურ რეჟიმში წყლისგან გასაფილტრად გამოიყენება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა