დიმიტრი ცქიტიშვილი ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე - სამწუხაროა, რომ იმ ადგილზეც არ ერიდებიან პროვოკაციებს, რომელიც ამისგან თავისუფალი უნდა იყოს

გუშინდელი ინციდენტი ალბათ იმ სახის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელსაც ოპოზიცია აფიქსირებს ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინ სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ის ადგილი, რომელიც ცალსახად უნდა იყოს პროვოკაციებისგან და პოლიტიკური შეტევებისგან თავისუფალი, იქაც კი არ ერიდებიან ამას. მოვუწოდებ, იქ მაინც შეიკავონ თავი შეურაცხყოფისგან, რადგან სხვა გარემო და სხვა კონტექსტია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე - სამწუხაროა, რომ იმ ადგილზეც არ ერიდებიან პროვოკაციებს, რომელიც ამისგან თავისუფალი უნდა იყოს.

გუშინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტა.

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ - ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა ლანა ღვინჯილიამ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა