ზაზა სარალიძე - მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ აქციის ადგილი, რადგან საახალწლოდ აქ ნაძვის ხის აღმართვას აპირებენ

მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც სარალიძე აცხადებს, მან მერიისგან მიიღო წერილი, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან ადგილზე საახალწლო მზადება უნდა დაიწყოს. სარალიძის თქმით, ის არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას.

„2018 წლის 1-ელ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების გაგრძელებასთან და კარვების გაშლასთან დაკავშირებით, ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მერიისგან მივიღე წერილი, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, წესისასამებრ. მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილები მკვლელები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ამ წერილით არამარტო იმას გვეუბნება ხელისუფლება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს, როგორც ჩანს. ჩვენ ხელს არავის ვუშლით, არც იმ ბავშვების, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველის შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვისაც დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. ამიტომ, ეს თხოვნაა, ბრძანება თუ რაცაა, ვერ გავითვალისწინებ, რადგან აქ ვართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს, უკვე მეტისმეტია. ხელისუფლება მეუბნება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო, გვითხრა, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ გადავდგავთ თქვენს მოთხოვნაზეო. ეს არის კალაძის ხელმოწერით და მისი უწყებიდან გამოგზავნილი“,- განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას უკვე 2 თვეზე მეტია მართავენ.

იხილეთ ვიდეო: მაჩალიკაშვილი-სარალიძის განცხადება: მერიამ შვილმკვდარ მამებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის 7 დეკემბრამდე გათავისუფლება მოსთხოვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა