გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლას

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო.

არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურზე ხმების გაყალბება ვეღარ შეძლოს. მისივე თქმით, ქვეყნის ძალოვანი უწყებები სრული მობილიზებით არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული.

„დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლისა და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე, რათა მობილიზება მოახდინონ, მაგრამ ეს მათ არ უშველით. ამას ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომებს ვუპირისპირებთ იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა