დიმიტრი ცქიტიშვილი - არასრულწლოვანთა შემწეობის გაზრდა გაზაფხულიდან განიხილებოდა და სპეციალურად საარჩევნოდ არ არის გაცხადებული

არასრულწლოვანთა შემწეობის გაზრდის საკითხი გაზაფხულიდან განიხილებოდა - სპეციალურად საარჩევნოდ არ არის გაცხადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური პროექტები დიდი ხანია განიხილება და არჩევნებს არ უკავშირდება.

„სოციალური პროექტი, თუნდაც არასრულწლოვანთა შემწეობის გაზრდის საკითხი განიხილებოდა გაზაფხულიდან და გახმოვანდა ახლა. უბრალოდ ვიღაცას ახლა მოხვდა ყურში, თორემ ეს საკითხი განიხილებოდა და მზადდებოდა. სპეციალურად საარჩევნოდ არ არის გაცხადებული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ეს საკითხი UNICEFT-თან ერთად დიდი ხანია განიხილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა