ანდრეი ილარიონოვი - ზურაბიშვილის საოკუპაციო ხაზთან მისვლა შეიძლება პიარ-აქცია იყო, შეიძლება შესანიშნავი ნაბიჯი, მაგრამ მთავარი კითხვაა - ეს შეაჩერებს „საზღვრის“ გადმოწევას?

თქვენ ახსენეთ სალომე ზურაბიშვილის საოკუპაციო ხაზთან მისვლა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს პიარ-აქცია იყო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს შესანიშნავი ნაბიჯი იყო, მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგია - ეს მისვლა შეაჩერებს „საზღვრის“ შემდგომ გამოწევას? - ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პოლიტოლოგმა ანდრეი ილარიონოვმა „პირველი რადიოს პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს შეაჩერებს მომავალში ხალხის შესაძლო გატაცებას? ყველას გვესმის, რომ არა. ეს დემონსტრატიული ნაბიჯია. ეს არ იცავს არც ქვეყანას, არც ხალხს ამგვარი პროვოკაციებისგან და საქართველოს სუვერენიტეტის მიტაცებისგან. ხელისუფლების საკონსტიტუციო მოვალეობაა დაიცვას ქვეყანა, დაიცვას მოსახლეობა. გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა ინსტრუმენტები“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საჭიროა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება საქართველოს დასაცავად.

„ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ათწლეულში გამოყენებული იყო სხვადასხვა ინსტრუმენტები თავდაცვისთვის, მათ შორის ის, რაც მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის - ცნობადობა და საჯაროობა და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის გამოყენება საქართველოს დაცვისთვის“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს