თორნიკე შარაშენიძე - უსინდისობად მიმაჩნია საუბარი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ არც ის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია

ძალიან არასწორად და უსინდისობად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ არც ის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

როგორც შარაშენიძე ამბობს, რუსეთისთვის უფრო მისაღებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყოს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე, რადგან ზურაბიშვილის განცხადებები წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს.

„ძალიან არასწორად და უსინდისობად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ მართალი გითხრათ, არც ის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია. უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც აკეთებს სააკაშვილის ჯიბრზე, უფრო მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ფაქტია. თუ ჩვენ ვნახავთ, რა ხდება რუსულ მედიაში, მივხვდებით, რომ მათ არ მოსწონთ ვაშაძის კანდიდატურა, რადგან მასში ხედავენ სააკაშვილს, რაც მათთვის მიუღებელია. მეორე - თუ იმარჯვებს ოპოზიცია, ეს არის დემოკრატიზაციის პროცესი, რაც კრემლს არ აწყობს. ვინ უფრო პრორუსულია და ვინ არის კრემლის აგენტი, ამაზე საუბარი უხერხულად მეჩვენება“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას სოფელ ატოცში, შარაშენიძე ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილი ამით საოკუპაციო ხაზის გადმოწევას შეაჩერებს, მხოლოდ მიესალმება.

„არ ვიცი, ეს რა ჟესტი იყო მისი მხრიდან, მაგრამ თუ კიდევ ჩავა საოკუპაციო ხაზთან და იაქტიურებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. არ მეწყინება, თუ ზურაბიშვილის აქტიურობის შედეგად რუსები საოკუპაციო ხაზს არ გადმოწევენ. მართალი გითხრათ, მას ისეთ რამ აქვს ნათქვამი, მაგალითად, ის, რომ 2008 წელს დავბომბეთ ჩვენი ტერიტორია, როცა ეუთო-ს აქვს ნათქვამი, რომ რუსები შემოფრინდნენ და დაბომბეს, რომ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ზურაბიშვილის ქმედებებს. მაგრამ თუ ის თავისი ჩასვლით და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთით ამ ოკუპაციას შეაჩერებს, მე, ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის ხელახალი აქტუალიზაცია მარტივი არ იქნება.

„უნდა მოხდეს შემდეგი რამ, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად უნდა მოძრაობდნენ აქტივისტები, რომ დისკომფორტი შეუქმნან ოკუპანტებს, რომ მათ არ მოახდინონ მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. თუ ჩვენ არ ვახსოვართ უცხოეთში და ეს შეგნებული პოლიტიკაა, რომელსაც თავისი პლუსები შეიძლება ჰქონდეს, მაშინ ის მაინც უნდა ქნან, რომ ოკუპანტებს შეუქმნან დისკომფორტი და შეუიარაღებელმა სამოქალაქო აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, სტუდენტებმა მუდმივად უნდა იმოძრაონ იქ. კარგი იქნება, თუ იქ მუდმივად იქნება კამერები, რადგან ოკუპანტებს მოერიდებათ კამერების და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, მაგრამ ამას სჭირდება კოორდინაცია ხელისუფლების მხრიდან და მარტო ერთი-ორი არასამთავრობო და მედია ვერ გასწვდება“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

იხილეთ ვიდეო: თორნიკე შარაშენიძე - "ბესელია თუ ნაკლებად გამოჩნდება საზოგადოებაში ეს იქნება მხოლოდ კარგი იქნება"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო