„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს  საარჩევნო სისტემის სიღრმისეული რეფორმირება უახლოეს პერიოდში

კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემის სიღრმისეული რეფორმირება უახლოეს პერიოდში, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომლითაც ხელისუფლებას პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად დღეს მიმართეს.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელია, შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„ასევე, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა გააძლიეროს საზოგადოებაში რეალური მხარდაჭერის მქონე პარტიები და, მეორე მხრივ, ფუნქციონირების საშუალება მისცეს ახალ პარტიებს”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, ცვლილებებს საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.

„მოკლევადიან პერსპექტივაში, კომისიაში პარტიული წევრების დანიშვნის უფლება პროპორციულ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე ექვს საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს, რომელთაგან თითოეული კომისიაში მხოლოდ თითო წევრს დანიშნავს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს წესი საფუძვლიანად არის გადასახედი და ამ პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები. გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებელი პირობაა საარჩევნო კოდექსის არსებითი რეფორმა, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

როგორც ცნობილია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხელისუფლებას პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად 11 რეკომენდაციით მიმართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა