ზაქარია ქუცნაშვილი ეკა ბესელიაზე - თუ გადაადგილება მოხდა, დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა

თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, რეალურად წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს.

„კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს წყვეტს პარლამენტის პლენარული სხდომა. შესაბამისად, ჯერჯერობით ასეთი განხილვების შესახებ მე არ მსმენია. ასე, რომ ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ და გამიჭირდება მისი დადასტურება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი გადაადგილება დაწინაურებად ან დაქვეითებად შეფასდეს, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება.

„გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება. ფორმალურად ვიცე-სპიკერი უფრო მაღალი თანამდებობაა, ვიდრე კომიტეტის თავჯმდომარე. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომლის მთავარ ფუნქციას საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, იურიდიული საკითხების კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი. ის ქმნის კანონების 70-80%, რაც კი პარლამენტში განიხილება. ასე, რომ თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რეალურად წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო