ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა პირმა მუნიციპალურ ავტობუსში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება სცადა. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან 5 ნოემბერს შევიდა და ბრალდებული გამოკითხვაზე დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა, თუმცა 55 წლის მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ - ბათუმში დააკავეს 55 წლის მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ბავშვის სექსუალური შევიწროება სცადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა