მოსამართლე ლადო გრიგალაშვილს - ასეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც შეყვარებულის მკვლელობაა, აღიარებითი ჩვენება იმის გამო მიეცით, რომ ოჯახის და მეგობრების ინტერესები დაგეცვათ?

ასეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც შეყვარებულის მკვლელობაა, აღიარებითი ჩვენება იმის გამო მიეცით, რომ თქვენი ოჯახის და მეგობრების ინტერესები დაგეცვათ? - ამ კითხვით მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს სასამართლო პროცესზე მიმართა.

"დიახ, ასეა", - უპასუხა ბრალდებულმა გრიგალაშვილმა მოსამართლეს.

მან სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება, რომელიც ამ საქმეზე ბრალდების მხარეს აქვს მოპოვებული, პოლიციის სამმართველოში ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. მისივე განმარტებით, მას დაწერილი ჩვენება მიუტანეს და ხელი მოაწერინეს.

ბრალდების მხარე და მოსამართლე დაინტერესდნენ, თუ როგორ მოასწრო ლადო გრიგალაშვილმა, როგორც თავად აცხადებს, გამომძიებლის მიერ დაწერილი ჩვენების რამდენიმე წუთში დამახსოვრება და შემდეგ ამის თხრობით რეჟიმში გამომძიებლებისთვის მოყოლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში მხოლოდ კონკრეტული ფაქტი ჩაამატეს, რაც წაიკითხა და შემდეგ, მოჰყვა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო